აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობას შეხვდა

23 ივნ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობას შეხვდა ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.

ხიხაძირის და სხალთის ხეობებში, აგრეთვე გოდერძის უღელტეხილის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი აჭარის განვითარების პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მთაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაა, რაც მთავრობის თამჯდომარის თქმით ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის განვითარებაში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსხვა  განათლების, თვითრეალიზებისა და სპორტული შესაძლებლობების მხარდაჭერას ყველა მუნიციპალიტეტში.  

ცნობისთვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას.

ასევე, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ინფრასტრუქტურას.