საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება - პრემიერი

23 ივნ 2026

ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა ჯარიმების შემცირება.

„ჩვენ არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით, შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.