23 ივნ 2026
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტესტ მატჩი ახალ ზელანდიასთან გამართეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათ მეტოქე 22:19 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 7:7 დასრულდა, მეორე ნახევარიც დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ირაკლი ყოლბაიას ბოლო წუთზე დადებული ლელოთი მოუგო.
უმცროსმა ბორჯღალოსნება მეტოქეს სულ ოთხი ლელო დაუდეს, ყოლბაიას გარდა თავი, მიხეილ შიოშვილმა, ლუკა ტაბატაძემა და ლუკა ნარსიამ გამოიჩინეს. ერთი გარდასახვა კი თემურ ძოძუაშვილის ანგარიშია.
შეგახსენებთ, რომ 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს.