კანადაში სროლამ სამი ადამიანი იმსხვერპლა

23 ივნ 2026

სამი ადამიანი დაიღუპა მონრეალის კოტ-დე-ნეიჟის რაიონში სროლის შედეგად. ინციდენტის მიმდებარე შენობის აივნიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს შემთხვევის ადგილზე პოლიციელთა მობილიზება და სუპერმარკეტის შტურმი.

მონრეალის პოლიციის უფროსმა ფადი დაგერმა განაცხადა, რომ მოქალაქემ 911-ში დარეკა, რათა შენობიდან სროლის შესახებ შეეტყობინებინა და როდესაც ოფიცრები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელმა შორი დისტანციის იარაღი გამოიყენა. პოლიციის თქმით, მსხვერპლთა შორის  არის  პოლიციელი, მშვიდობიანი მოქალაქე და სავარაუდო თავდამსხმელი. დანაშაულის მოტივი უცნობია.