ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში საკომუნიკაციო ხაზის ამოქმედებას

23 ივნ 2026

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაკერ კალიბაფმა, განაცხადა, რომ თეირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში გემების გატარებასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ცხელი ხაზის ამოქმედებას, რათა თავიდან აიცილონ  ინციდენტები სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო სრუტეში.

შვეიცარიაში აშშ-სთან მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ კომენტარში ირანელმა მომლაპარაკებელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმების  შედეგად განიბლოკა ირანის 12 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივები.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ  გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, თუ ირანი ვაშინგტონთან დადებულ შეთანხმებას არ შეასრულებს.

ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გასულ კვირას ხელი მოაწერეს აშშ-ირანის დროებით შეთანხმებას, სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს, რასაც   ირანმა ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის ბაზებზე  თავდასხმებით უპასუხა.

ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმებმა და ლიბანში ისრაელის დარტყმებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაასახლა. ირანის ომმა ასევე შეარყია ბაზრები მთელ მსოფლიოში და გაზარდა ნავთობის გლობალური ფასები.