23 ივნ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან მოისმინა მათი საჭიროების შესახებ.
ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით უზრუნველყოფის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა და უახლოესი დღეების განმავლობაში სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო ინვენტარი და სპორტული ეკიპირება გადაეცემათ.
შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებსა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.