დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში გრძელდება

22 ივნ 2026

ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, პარტია „ოპოზიციის ალიანსში“ შესულიყო, თუმცა სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად, - წერს ბოკუჩავა და ასევე აღნიშნავს, რომ ალიანსში შესვლიდან 2-3 თვეში მისი დემონსტრაციულად დატოვება მას არათანმიმდევრულობად მიაჩნდა.

ბოკუჩავა შიდა პარტიულ პრობლემებზეც საუბრობს, ნანუკა ჟორჟოლიანი კი ოპოზიციური ალიანსის დატოვების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან იქ მათ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს აგინებენ, ქართულ ოცნებაში ამ პროცესებს არასერიოზულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.