22 ივნ 2026
ქედაში გაიმართა მასწავლებელთა რიგით მეცხრე კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქედის რესურსცენტრი.
მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის განათლების ფონდისა და ბათუმის მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები, ტრენერები, მასწავლებლები, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები.
პროცესი მოიცავდა პლენარულ და სექციურ მოხსენებებს, დისკუსიებს და აქტუალური საკითხების განხილვებს.