22 ივნ 2026
ავსტრალიის პოლიციამ სიდნეის მახლობლად მდებარე მიწისქვეშა ბუნკერებში დამალული რეკორდული 2 ათას 700 კგ კოკაინი ამოიღო. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს არის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობით კოკაინის კონფისკაციის შემთხვევა.
ავსტრალიის ფედერალური პოლიციის განცხადებით, პლასტმასის ქილებში დამალული კოკაინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 572 მილიონი აშშ დოლარია, სამ სატრანსპორტო კონტეინერში იყო დამარხული.
ნარკოტიკული ნივთიერებები ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატის გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს, რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნარკოტიკების იმპორტირებაშია ბრალდებული.
ამავე გამოძიების ფარგლებში ავსტრალიის პოლიციამ ბოლოს ქვეყანაში 178 კგ კოკაინი და 142 კგ მეტამფეტამინი ამოიღო.