22 ივნ 2026
ერთი ქალი დაიღუპა და 23 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად. გასული ღამით და გამთენიისას რუსეთმა ქალაქის წინააღმდეგ შაჰედის ტიპის დრონები გამოიყენა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
უკრაინის რეგიონის გუბერნატორმა ივან ფედოროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ზაპოროჟიეზე ცხრა დარტყმა განხორციელდა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ოდესის, სუმის, დონეცკის, კიროვოგრადისა და როვნოს ოლქები დაბომბეს.
ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 2 ათას 200 დრონი, ათას 800-ზე მეტი მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 87 რაკეტა გაუშვეს. კვირას თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში 5 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.