„მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფია“ - წიგნის პრეზენტაცია

22 ივნ 2026

მოზარდმაყურებელთა თეატრში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის - (I ტომი) წარდგენა გაიმართა. გამოცემა ქართული თეატრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის, სცენოგრაფიის ისტორიისა და განვითარების ამსახველ უნიკალურ მასალას აერთიანებს და ფართო საზოგადოებას იმ მხატვართა შემოქმედებით მემკვიდრეობას აცნობს, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ქართული კულტურის ისტორიაში.

ალბომის პირველი ტომი 1927-1969 წლებში, მოზარდმაყურებელთა თეატრების განვითარების ძირითად ეტაპებსა და ამ პერიოდში დადგმული სპექტაკლების სცენოგრაფიის ისტორიას მოიცავს.

გამოცემაში წარმოდგენილია მიხეილ გოცირიძის, გრიგოლ ვოლჩინსკის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ნიკა ყაზბეგის, თამარ აბაკელიას, ირინა შტენბერგის, დიმიტრი თავაძის, სოლიკო ვირსალაძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, დინარა ნოდიას, თენგიზ სამსონაძის, გივი ცერაძის, მიხეილ ჭავჭავაძისა და სხვა გამორჩეულ მხატვართა ნამუშევრები.