გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბური პროექტი

22 ივნ 2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო. ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.

ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე 15  000 -მდე   წითელი ნუსხით დაცული  იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის აღდგენა-გაშენების ფართობი სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეიქმნა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების გაძლიერებას ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით.