22 ივნ 2026
ბათუმში დასრულდა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების მესამე ეტაპი. საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვა. ბათუმური სერიის ჩემპიონი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ჩხიტუნიძე გახდა, რომელმაც ოქროს მედალი პორეჩეში გამართულ მეორე სერიაზეც მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ დავით ფარტენაძე 70 კილოგრამში, ევსემი შველიძე და მამუკა კორძაია, შესაბამისად, 90 და პლუს 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
ტურნირის მიმდინარეობისას ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების ქვიშის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა სპორტის ამ სახეობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და აჭარის სპორტის სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები დააჯილდოვა.
საგანგებო ჯილდო ქართულმა მხარემ სტუმარსაც გადასცა. შეჯიბრებაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 მოჭიდავით იყო წარმოდგენილი.