22 ივნ 2026
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ანგარიში გათანაბრდა. თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ვალენსიასთან“ სერიის მეორე მატჩი 75:102 წააგო. სტუმრად გამართული შეხვედრების შემდეგ „ბარსელონა“ ორ მატჩს საკუთარ დარბაზში ჩაატარებს. პირველი დღეს, 22 ივნისს იგეგმება.
რაც შეეხება მეორე თამაშს, მასში კატალონიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ 21 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
„ვალენსიაში“ კი 19 ქულით საუკეთესო კვლავ მონტერო იყო.