22 ივნ 2026
ულანბატორში დასრულდა გრანდ სლემი ძიუდოში, რომელიც ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვების საშუალებას იძლეოდა. ტურნირის ბოლო დღეს მედლები ილია სულამანიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს.
დემეტრაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში კორეელ კიმთან გაფრთხილებებით წააგო და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
სულამანიძეს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი კოსტოევი არ გამოუცხადდა და ქართველმა გრანდ სლემზე მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა.