22 ივნ 2026
ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ინგლისში, ქალაქ საუთჰემპტონში, „სენტ მერის“ სტადიონზე პროფესიონალურ კრივში მეოთხე შეხვედრა გამართა და ინგლისელი ლიამ დილონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გურულისა და დილონის შეხვედრა რვა რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ქართველი ყველა კომპონენტში სრულად დომინირებდა.
29 წლის გურულისთვის პროფესიონალურ კრივში ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო. მისი დებიუტი 2025 წელს ქალაქ რუსთავში შედგა.