21 ივნ 2026
ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ე.წ ლიდერის სერგეიო აქსიონოვის განცხადებით, დღის განმავლობაში საწვავის ყიდვას მხოლოდ ე.წ სამთავრობო უწყების წარმომადგენლები შეძლებენ.
ბენსინგასამართ სადგურზე შეუძლებელია საწვავის ყიდვა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ტალონებით.
ამასთან, აქსიონოვის ინფორმაციით დრონებით იერიშის შედეგად ოკუპირებულ ყირიმში 4 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
ქერჩის სრუტის რაიონში მასშტაბური თავდასხმის შესახებ მანამდე უკრაინული წყაროებიც იუწყებოდნენ.
ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლებას თავდასხმა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.