შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

21 ივნ 2026

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კატარის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაში ასევე ორი შუამავალი სახელმწიფოს, კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

უწყების ცნობით, სპეციალურად შეიქმნა ექსპერთა ჯგუფები, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საბოლოო შეთანხმების დებულებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რამდენიმე საათში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის მოლოდინშია და დღევანდელი შეხვედრა ისტორიულია. ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-ს „ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა სურს“.