შავი ზღვის თასი 2026 – კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის ფინალები გაიმართა

21 ივნ 2026

დღეს ბათუმში, ბონის კულტურის სახლში, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირის – „შავი ზღვის თასის“ ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირში 150-ზე მეტი სპორტსმენი და 19 გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში ჩატარდა, სადაც სპორტსმენებმა საკუთარი შესაძლებლობები და საბრძოლო ოსტატობა წარმოაჩინეს. 

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სპორტში ჩართვის ხელშეწყობა და კიკბოქსინგის განვითარებაა.

ფინალური ორთაბრძოლების შემდეგ გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.