21 ივნ 2026
შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში პაკისტანისა და კატარის დელეგაციების შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. შვეიცარიაში გაფრენის წინ მან მთავარ პრიორიტეტებად მოლაპარაკებების პროცესის სტრუქტურის შემუშავება, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში წინსვლა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა დაასახელა.
ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ გალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანში განაცხადეს, რომ აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმება ვერ გაფორმდება და ჰორმუზის სრუტე ვერ გაიხსნება მანამ, სანამ ლიბანში საომარი მოქმედებები არ შეწყდება.