მეორე დღეა ბათუმი “ზაფხულის ფესტივალს“ მასპინძლობს

21 ივნ 2026

მეორე დღეა ბათუმი “ზაფხულის ფესტივალს“ მასპინძლობს. ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ღონისძიება საოცრებათა პარკში იმართება. წელსაც უცვლელია ფესტივალის სლოგანი “ზაფხული იწყება აქ“. 

რაც შეეხება პროგრამას, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობა დაიგეგმა. საფესტივალო სივრცე საზღვაო დეკორაციებითაა გაფორმებული.

პარალელურად,  გრძელდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ორგანიზატორების განცხადებით, პროდუქცია 150-მდე მეწარმეს აქვს წარმოდგენილი.

ორდღიან ფესტივალს დღის ბოლოს დაასრულებს კონცერტი. მუსიკალურ შოუში ადგილობრივი და მოწვეული ბენდები მონაწილეობენ.