ბათუმში მეორე დღეა საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“ მიმდინარეობს

21 ივნ 2026

ბათუმში მეორე დღეა საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“ მიმდინარეობს. დასკვნითი ღონისძიების მასპინძელი ამჯერად ბათუმის საზაფხულო თეატრია.

სცენაზე პირველები აკადემია გვირილას მომღერლები წარსდგნენ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მონაწილეების მხრიდან ინტერესი დიდია ფესტივალისადმი. წელს მაყურებლის წინაშე მონაწილეებმა წარმოადგინეს სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, ასევე ლექსები. 

გამოფენილი იყო ნახატები და ხელნაკეთი სხვადასხვა ნამუშევრებიც. ორგანიზატორებმა დააჯილდოეს მონაწილეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ იძულებით გადაადგილებული პირები. 

ფესტივალი ორდღიანი იყო. გახსნის ცერემონია იახტკლუბში გაიმართა და დღეს სრულდება.

შეგახსენებთ, ბათუმის მერიის, აფხაზეთის მთავრობის და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ფესტივალს მეორე წელია ბათუმი მასპინძლობს.