კიევში ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

21 ივნ 2026

კიევში ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.  ადგილზე მობილიზებულია  პოლიციის დანაყოფები, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს აკონტროლებდნენ - ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ (UNIAN) ავრცელებს.

დიმიტრი კორჩინსკი, ორგანიზაცია „ბრატსტვოს“ (ძმობის) ლიდერი კიევში გამართული აქციის მიმდინარეობისას კომენტარს აკეთებს. ვიდეო კადრებში, ის ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც მისი მტკიცებით, მიგრაციულ და სოციალურ პროცესებზე უარყოფითად აისახება.

ის ხაზს უსვამს, რომ მისი მხარდამჭერები არიან „თეთრკანიანი ქრისტიანული უკრაინის“ მომხრეები. კორჩინსკი ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციას, რასაც, მისი თქმით, უკრაინის პრაიდის ორგანიზატორები ითხოვენ.