21 ივნ 2026
„გამარჯვება იწყება მეგობრობით“ - ამ სახელწოდებით რაგბის ფესტივალი ამბროლაურში გაიმართა. 14-წლამდელთა რაგბის შვიდკაცა ფესტივალს ტრადიციული სახე აქვს და მესამე წელია ტარდება.
წელს გამართულ ფესტივალში დასავლეთ საქართველოს რვა გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ამბროლაურში გამართულ 14-წლამდელთა რაგბის შვიდკაცა ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად დაესწრო.