21 ივნ 2026
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლ „ხანუმას“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლით თეატრის 180-ე საიუბილეო სეზონი დასრულდა. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ ცნობილი პიესა მაყურებელს განახლებული ინტერპრეტაციით წარუდგინა.
სპექტაკლის სცენოგრაფია შოთა ბაგალიშვილს ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმების მხატვარი კი ანანო დოლიძეა. საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა.
სპექტაკლში გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.