ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება

21 ივნ 2026

ატესტატების გაცემა 22 ივნისიდან იწყება. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, თუ მოსწავლე 18 წლამდე ასაკისაა, ამ შემთხვევაში მშობელმა.

უწყების ინფორმაციით, 31 დეკემბრის ჩათვლით, დოკუმენტი მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა შესაძლებელია პორტალიდან - my.gov.ge. დოკუმენტს დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.