21 ივნ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტ სვენ სერესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოში ბადმინტონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სპორტის მინისტრი ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტთან და კონფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისში მიმდინარე „გია ენუქიძის ღია მემორიალური ტურნირ - 2026-ს" დაესწრო.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და დღეს სრულდება.