21 ივნ 2026
„ზაფხულის ფესტივალის“ პირველი დღე ბათუმში მუსიკალური პროგრამით დასრულდა. საოცრებათა პარკში გამართულ კონცერტზე მაყურებლის წინაშე ბენდები „მიქსტურა“, „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“ და „სინთეზი“ წარსდგნენ. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
ფესტივალი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამით მიმდინარეობდა.
საოცრებათა პარკში მოეწყო საგამოფენო და გასართობი სივრცეები, ლაუნჯ-ზონები და კაფე-ბარები. ასევე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 150-მდე მეწარმე მონაწილეობდა.
„ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმში დღესაც გაგრძელდება 17 საათიდან. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.