21 ივნ 2026
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის არმიამ ქალაქზე ცხრა მართული ავიაბომბი ჩამოაგდო.
რუსული თავდასხმების შესახებ იუწყებიან ასევე სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქების ადმინისტრაციები. მათი ცნობით, სუმის რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.