21 ივნ 2026
ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოსალაპარაკებლად შვეიცარიაში გაემგზავრა. მედიის ცნობით, დელეგაციას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
შვეიცარიაში დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ს წარმოადგენენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
ამასთან, შტატების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტი მოლაპარაკებების სტრუქტურის ჩამოყალიბება და ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევაა“, ასევე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა.