21 ივნ 2026
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობა აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის 20 ივნისს სრუტე 55-მა სავაჭრო გემმა გადაკვეთა, რომელთაც მსოფლიო ბაზრებზე დიდი მოცულობის ტვირთი და 17 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გაიტანეს.
მათივე ცნობით, ამერიკული ძალები რეგიონში რჩებიან ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ირანთან მიღწეული შეთანხმებების შესრულების გასაკონტროლებლად.
„აშშ-ის ძალები ადგილზე რჩებიან და ინარჩუნებენ მაღალ მზადყოფნას, რათა უზრუნველყონ ირანთან შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და სრული განხორციელება“, – აღნიშნულია სარდლობის განცხადებაში.
CENTCOM-ის ცნობით, საერთაშორისო საზღვაო გზაზე უსაფრთხო გადაადგილება შენარჩუნებულია, ადრე გამოქვეყნებული რეკომენდაციები კი ადასტურებს, რომ სპეციალურად განსაზღვრული მარშრუტით შეუფერხებელი ნაოსნობა შესაძლებელია.
ცნობისთვის, ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ შტაბში განაცხადეს, რომ ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან მემორანდუმის დარღვევის გამო ჰორმუზის სრუტე დახურეს.