ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა

21 ივნ 2026

ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა.

დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. შემადგენლობაში არიან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ირანის უსაფრთხოების, ცენტრალური ბანკისა და ნავთობის სფეროს წარმომადგენლები.

ამერიკულ მხარეს შვეიცარიაში წარმოადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.

„ბიბისი“ ცნობით, 21 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ატომური სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი. შვეიცარიაში ჩავა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფიც.

სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში შედგება.