20 ივნ 2026
ირანი ჰორმუზის სრუტეს კეტავს, ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო სარდლობა ავრცელებს. მათი ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ისრაელმა ჰეზბოლასთან აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, 20 ივნისის ღამით ახალი დარტყმები განახორციელა.
ასევე ირანი აშშ-ს ომის დასრულების შეთანხმების პირველი პუნქტის შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. ირანული მხარე ხომალდებს აფრთხილებს არ მიუახლოვდნენ სრუტეს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ნავთობისა და გაზის გლობალური მიწოდებისთვის.
ამასთან, თეირანი აცხადებს, რომ სრუტის დარღვევა „მხოლოდ პირველი“ ნაბიჯია და აანონსებს სხვა ზომების გატარებასაც, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში. თავის მხრივ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ ვაშინგტონს ჯერჯერობით არ აქვს მტკიცებულება, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შეჩერებულია.