„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალციხის ოფისის პრეზენტაცია

20 ივნ 2026

ახალციხეში, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონებში პარტიული ქსელის გაფართოების მნიშვნელობაზე, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის აუცილებლობასა და ნეიტრალიტეტის იდეის როლზე საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესში.

ახალციხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახალი ოფისი ღია იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიის წევრებს გააცნონ საკუთარი პრობლემები, საჭიროებები და ინიციატივები.