20 ივნ 2026
ბათუმში საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი სახელწოდებით ,,ოქროს ტალღა“ გაიხსნა. პირველ საფესტივალო დღეს მონაწილეებმა წარმოადგინეს წიგნები და გამოფინეს ნახატები. ღონისძიებას ესწრებოდნენ იძულებით გადაადგილებული პირები.
ფესტივალი ორ დღიანია. გახსნის ცერემონია იახტკლუბში გაიმართა. ორგანიზატორები დაინტერესებულ პირებს ხვალ საზაფხულო თეატრში ელოდებიან, სადაც სხვადასხვა აქტივობა გაიმართება. იქნება კონცერტიც.
შეგახსენებთ, ბათუმის მერიის, აფხაზეთის მთავრობის და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ფესტივალს მეორე წელია ბათუმი მასპინძლობს.