"დევნილ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე ბენეფიციარებს შეხვდა

20 ივნ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილი ვეტერანების ხელშეწყობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

დევნილ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა 2025 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, დევნილ ბენეფიციარებს ფიზიკური რეაბილიტაციის კურსები და პროფესიული კონსულტაციები უტარდებათ.