20 ივნ 2026
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა და ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის გახსნის ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
მისი განცხადებით, კულტურა და კულტურული დიპლომატია ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.
მისივე თქმით, დუშანბეში შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩისა და ბიუსტის გახსნა ადგილობრივი ქართველი საზოგადოების ინიციატივით განხორციელდა და ეს პროექტი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოდ დარჩება.