20 ივნ 2026
თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ირანთან პოტენციურ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება - ინფორმაციას „აქსიოსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შვეიცარიაში უკვე იმყოფება ტრამპის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერიც.
გარდა ამისა, „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს შვეიცარიაში გამგზავრებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც გეგმავს.