20 ივნ 2026
ლონდონის მახლობლად 2 სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ერთ-ერთი მატარებლის მძღოლია.
შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო 11-მა ადამიანმა, დაშავებულია 80-ზე მეტი პირი. მედიის ცნობით, ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით მატარებელი მოულოდნელად რელსებიდან გადავიდა.
ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.