ბათუმი სრულად მზადაა საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით - ზურაბ პატარაძე

20 ივნ 2026

ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და რა თქმა უნდა, თავისი განსაკუთრებული სტუმარ-მასპონძლობით, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძემ საზაფხულო ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პატარაძემ უსაფრთხო დასვენების კონტექსტში შსს-ს ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიციელების როლზე ისაუბრა.

"ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და რა თქმა უნდა, თავისი განსაკუთრებული სტუმარ-მასპონძლობით. 

 

ზუსტად, ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რაც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებაზე და ხვალინდელ დღეზე. 

 

ამ კონტექსტში, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმზე, განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებაზე, თითოეული პოლიციელის როლი არის განსაკუთრებული და მადლობას ვუხდი შსს-ს სრულ შემადგენლობას, რიგით პოლიციელებს, დაუღალავი შრომისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის და ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმებისთვის, რაც დაფუძნებულია შრომაზე, სერვისების გაუმჯობესებაზე და წარმატებაზე. 

 

მრავალფეროვნება, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და დღეს, ჩვენ ვხედავთ ახალ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ტურიზმს, დასვენებას, წარმატებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, სურვილს სტუმრები, ვიზიტორები კვლავ ეწვიონ ჩვენ ქვეყანას და უშუალოდ, აჭარას. 

 

გილოცავთ ტურისტული სეზონის გახსნას, ვუსურვებ წარმატებას ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზურაბ პატარაძემ.

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა.

ცერემონიას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების აღჭურვილობა და ტექნიკა წარადგინა.