ბათუმი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს

20 ივნ 2026

ზღვისპირა ქალაქი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ ეტაპს მასპინძლობს. ფინალური ეტაპის სპორტული პროგრამა 8 სახეობას მოიცავს, ფინალში ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იასპარეზებენ. 

“სასკოლო სპორტული ოლიმპიას” მასობრივ სპორტში საქართველოში მოქმედი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც ყოველწლიურად 64 მუნიციპალიტეტის 100 ათასზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს.

პროექტის მიზანი მ0ზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.