20 ივნ 2026
პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. კაროლ ნავროცკის განცხადებით, ორდენი მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემასაც, რომლებიც პოლონეთისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს.
კაროლ ნავროცკიმ განმარტა, რომ გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული კურსის ცვლილებას არ ნიშნავს.
პოლონური მედიის ცნობით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების ძალაში შესვლას პრემიერ-მინისტრის თანხმობაც სჭირდება.