სასკოლო ფორმები 2026 - 2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის

19 ივნ 2026

2026 - 2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს.

უწყების ცნობით, კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული.

სამინისტროს ცნობით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.