19 ივნ 2026
მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან სიახლოვეს კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
სერგეი სობინიანის თქმით, დილიდან, მოსკოვის მიმართულებით სულ 25 დრონი მოიგერიეს. უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას გამოემხაურა ვლადიმერ პუტინის პრესპიკერიც.
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ყველა საჭირო ზომას იღებს თავდასხმების შედეგების აღმოსაფხვრელად.
ცნობისთვის, 18 ივნისს უკრაინის მიერ მოსკოვის კაპოტნიას ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე დრონებით თავდასხმისას გადამამუშავებელი ქარხნის ორივე მთავარი დანადგარი მწყობრიდან გამოვიდა.