19 ივნ 2026
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა განისაზღვრება 50 ლარით, 30 კილომეტრ საათის ზემოთ სიჩქარის გადაჭარბება კი 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.