სულხან თამაზაშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

19 ივნ 2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მზაობა, აქტიურად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და ორმხრივი მეგობრული კავშირების გაღრმავების მიზნით.