19 ივნ 2026
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებთან შეხვედრას ამჯერად წყალტუბოში მართავს.
შეხვედრას, რომელსაც იმერეთის რეგიონის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით მიმდინარეობს. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობენ და ახალგაზრდებს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ. საუბრობენ რეგიონში ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მთავარი ამოცანა სტუდენტებთან პირდაპირი დიალოგი და მათი პოლიტიკურ თუ სამოქალაქო პროცესებში მეტი ჩართულობაა. დღევანდელი შეხვედრით ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს ასრულებს, დასკვნით ღონისძიებას კი – თბილისი უმასპინძლებს.