19 ივნ 2026
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას - მაიკლ ო’ფლაერტი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივის დროული მიღება და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა სამართალდამცავ პირს ეკეთება მკაფიოდ ხილული, ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი საიდენტიფიკაციო ნომერი. ამის შესახებ მაიკლ ო’ფლაერტის მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია ნათქვამი.
ამავე მემორანდუმით, ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სრულყოფილი და დროული გამოძიების უზრუნველყოფისკენ და ასევე, მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ.