19 ივნ 2026
მე-15 გამოშვების საზეიმო ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა მიმდინარე სასწავლო წელს სამოცმა მსმენელმა დაასრულა.
პროგრამის მონაწილეებმა სასწავლო წლის განმავლობაში სამხედრო ოპერაციების პრინციპები, ლიდერობა და მენეჯმენტი, გაერთიანებული და ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა, ომის თეორია და სამხედრო ხელოვნების ისტორია, ასევე თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი ასპექტები შეისწავლეს.