19 ივნ 2026
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მანუჩარ ჯაბნიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გადაიდო. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მანუჩარ ჯაბნიძეს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას ედავებიან.
სასამართლო სხდომა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში იყო ჩანიშნული, თუმცა საქმის არსებითი განხილვა ვერ შედგა. მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა, რის გამოც მოპასუხე მხარე პროცესში დისტანციურად ჩართვას ვერ ახერხებდა. საქმის განხილვა 26 ივნისს, 15:00 საათზე განახლდება.